ფინანსები
10/12/2021

მეფე გიორგი ბრწყინვალეს მონეტების დიზაინის შესარჩევად განმეორებითი კონკურსი ცხადდება

საქართველოს ეროვნული ბანკი, მეფე გიორგი ბრწყინვალეს თემაზე (სერიიდან "საქართველოს მეფეები“) საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტების შექმნის მიზნით განმეორებით კონკურსს აცხადებს.

 

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, საკოლექციო სერიიდან "საქართველოს მეფეები“ შეირჩა ის მეფეები, რომელთა მმართველობაც ქვეყნის ისტორიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. საკოლექციო სერია წარმოაჩენს ქვეყნის საერთო სოციო-პოლიტიკურ თუ ზოგად კულტურულ-ისტორიულ კონტექსტს, ხაზს უსვამს იმ გამორჩეულ ეტაპებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს, რადიკალურად შეცვალეს ქვეყნის შემდგომი განვითარების ხაზი. ამ ფორმით, ქართული ეროვნული ვალუტა კიდევ ერთხელ უწყობს ხელს ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზებას.

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს მუშაობას აღნიშნული სერიის ფარგლებში მეფე გიორგი ბრწყინვალეს თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტების გამოსაშვებად, ამ მიზნით აცხადებს ახალ კონკურსს შესაბამისი დიზაინის ესკიზების შესარჩევად.

მეფე გიორგი ბრწყინვალეს თემაზე (სერიიდან "საქართველოს მეფეები“) საკოლექციო დანიშნულების ოქროს და ვერცხლის მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევი ახალი კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023