ფინანსები
10/02/2021

MBC-ის დამფუძნებელი: ეროვნული ვალუტის ხშირი გაუფასურება მისო-ებს ხარჯებს უზრდის

2021 წელს მიკროსაფინსნო სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაა არასტაბილური ლარია. ეროვნული ვალუტის ხშირი გაუფასურება მისო-ებს შემოსავლებს უმცირებს, ხარჯებს კი უზრდის.

„მთავარი პრობლემა ლარის სტაბილურობაა. მიკროსაფინანსო სექტორში ძალიან ბევრი პრობლემა ეროვნული ვალუტის მერყეობიდან მოდის. ჩვენ უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის უფლება არ გვაქვს. მხოლოდ ლარშია დაკრედიტება. აქტივების ლომის წილი ლარში ნომინირებული პორტფელია, ხოლო მოზიდულ სახსრებში ძალიან დიდი წილი უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სესხებს უჭირავს. შესაბამისად, ლარის სწრაფი დევალვაცია ძალიან ბევრ პრობლემასა და მაღალ ხარჯებს იწვევს. ეს იყო მთავარი გამოწვევა გასულ წელს და მგონია, რომ წელსაც ასე დარჩება“,- აღნიშნა „ბიზნესპარტნიორთან“ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის დამფუძნებელმა, გია პეტრიაშვილმა.

ის არ ელოდება, რომ ეროვნული ვალუტა 2021 წელს სრულად დასტაბილურდება.

„ჩვენი ზომიერად ოპტიმისტური მოლოდინია, რომ ლარის დევალვაცია ისეთი მაღალი ხარისხის აღარ იქნება, როგორიც 2020 წელს იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, მის სრულად დასტაბილურებას 2021 წელს  არ ველოდებით“,- განაცხადა მისო-ს დამფუძნებელმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023