ფინანსები
13/12/2021

მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხარდაჭერის მიზნით განათლების სამინისტრომ ლიბერთისთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ლიბერთის შორის მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხარდაჭერის მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ და ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა მოაწერეს.

მემორანდუმი მხარეებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას გულისხმობს, მათ შორის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას. კერძოდ, დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოს სკოლების დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფას, წარჩინებული მოსწავლეების წამახალისებელი პროგრამების განხორციელებასა და საქართველოს სკოლებში დასაქმებული ადამიანებისთვის მათზე მორგებული, ხელსაყრელი საბანკო პროდუქტების შეთავაზებას.

ხელისმოწერის ღონისძიებაზე ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა ლიბერთის წარმომადგენლობას მასწავლებლებისა და მოსწავლეების ხელშეწყობის მიზნით სამინისტროსთან თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. მისი თქმით, პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლებისთვის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება და სასკოლო პერსონალისთვის საინტერესო და სასარგებლო პროექტების შეთავაზება. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, მისასალმებელია ლიბერთის ინიციატივა, რომელიც სკოლებში საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების ხელშეწყობასთან ერთად პედაგოგებისთვის მათზე მორგებული, ხელსაყრელი საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებასაც გულისხმობს.

თავის მხრივ, ლიბერთის დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ ლიბერთის ახალი სტრატეგიისა და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლების სისტემის ხელშეწყობა და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მხარდაჭერაა. შესაბამისად, ორგანიზაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების პროცესში. ამასთან, ლიბერთი მასწავლებლებს შესთავაზებს განსაკუთრებულ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს. მათ შორის, სპეციალურ განვადებას, საკრედიტო ბარათების ახალ სერიასა და მასწავლებლის ბარათს შესაბამისი პირობებით. საკრედიტო ბარათი მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომი უკვე 15 დეკემბრიდან იქნება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023