ფინანსები
29/11/2021

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია შემცირებულია

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია შემცირებულია. გასულ კვირას კაპიტალიზაცია სოლიდურად, 69 მლნ ფუნტით, 1.93 მლრდ ფუნტამდე შემცირდა. 

Galt and Taggart-ის მონაცემებით, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 15.52 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), წინა კვირასთან შედარებით 6.73-ით დაბალი ნიშნულით. ვაჭრობის მოცულობამ 149 000 აქციაზე მეტი შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციების ფასი წინა კვირასთან შედარებით 2.27%-ით შემცირდა და 15.5 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP) დაიხურა. ვაჭრობის მოცულობამ 188 000 აქციაზე მეტი შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.56 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), 1.71%-ით მეტი წინა კვირასთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობა 612 000 აქციით განისაზღვრა.

საქართველოს ბანკის კაპიტალიზაცია 763 მლნ ფუნტია, თიბისის - 855 მლნ, საქართველოს კაპიტალის 312 მლნ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023