ფინანსები
25/10/2021

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია £1.9 მლრდ-მდეა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია გაზრდილია. გასულ კვირას კაპიტალიზაცია სოლიდურად, 12 მლნ ფუნტით, თითქმის 1.9 მლრდ ფუნტამდე გაიზარდა. 

Galt and Taggart-ის მონაცემებით, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 15.14 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), წინა კვირასთან შედარებით 1.69-ით დაბალი ნიშნულით. ვაჭრობის მოცულობამ 145 000 აქციაზე მეტი შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), 3.45%-ით ნაკლები წინა კვირასთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობა 244 000 აქციით განისაზღვრა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციების ფასი წინა კვირასთან შედარებით 4.27%-ით გაიზარდა და 15.62 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP) დაიხურა. ვაჭრობის მოცულობამ 244 000 აქციაზე მეტი შეადგინა.

საქართველოს ბანკის კაპიტალიზაცია 744 მლნ ფუნტია, თიბისის - 862 მლნ, საქართველოს კაპიტალის 292 მლნ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023