ფინანსები
04/10/2021

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია £1.86 მლრდ-მდე გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია 40 მლნ ფუნტით გაიზარდა და გასულ კვირას 1.817 მლრდ ფუნტი შეადგინა.

Galt and Taggart-ის მონაცემებით, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 15.68 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), წინა კვირასთან შედარებით 0.9%-ით მაღალი ნიშნულით. ვაჭრობის მოცულობამ 97 000 აქციაზე მეტი შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.11 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), 0.8%-ით ნაკლები წინა კვირასთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობა 715 000 აქციით განისაზღვრა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციების ფასი წინა კვირასთან შედარებით 4.8%-ით გაიზარდა და 14.4 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP) დაიხურა. ვაჭრობის მოცულობამ 128 000 აქციაზე მეტი შეადგინა.

საქართველოს ბანკის კაპიტალიზაცია 771 მლნ ფუნტია, თიბისის - 794 მლნ, საქართველოს კაპიტალის 293 მლნ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023