ლომბარდიდან მისოების შემოსავლების ნახევარზე მეტი "რიკოზე" მოდის
დაკრედიტებიდან მიკროსაფინანსო ბაზარმა 9 თვეში 271 029 309 ლარის საპროცენტო შემოსავლები მიიღო, მათ შორის ფიზ/იურიდიული პირების დაკრედიტებიდან 250 მლნ ლარი. ₾ 120 მილიონია ლომბარდიდან. ₾18 მლნ-მდე კი ჯარიმა-საურავებიდან მიღებული შემოსავალია.
ბიზნესის დაფინანსების წილი კვლავ უმნიშვნელოა, მაგრამ ზრდა შეიმჩნევა - 9 თვეში იურიდიული პირების დაკრედიტებიდან ამონაგებმა 5 მლნ ლარს მიაღწია (ამასთან, ფიზიკური პირების პორტფელშიც არის სესხები, სამეწარმეო მიზნობრიობით).
Q3/2022-ისთვის 37 მისოს საცალო პორტფელში, ჯამურად, 1.5 მლრდ ლარის 808 510 სესხია გაცემული (2021 – ₾1,326 მლრდ; 725 400) და 775 მლნ ლარის, 609 392 სესხი სალომბარდოა (2021–₾ 660 მლნ ლარის, 523 000 სესხი).
ბაზრის შემოსავლები ძირითადად 9 მისოზე მოდის. აქედან მსხვილპორტფელიან 2 მისოს პორტფელი განსხვავებულია. რიკოს საპროცენტო შემოსავლების 90%-ზე მეტი ლომბარდებიდანაა, კრისტალის პორტფელი დივერსიფიცირებულია.
კრისტალთან ერთად ბიზნესს აკრედიტებენ MBC (მიკრო ბიზნეს კაპიტალი), ლაზიკა კაპიტალი და ქართული კრედიტი.
მისოები სალომბარდე● და მთლიანი სა%ო შემოსავლებით ∑
| 
 ● ₾  | 
 ∑ ₾  | 
||
| 
 1  | 
 შპს. მისო "რიკო ექსპრესი"  | 
 61 223 287  | 
 63 671 098  | 
| 
 2  | 
 სს. მისო "კრისტალი"  | 
 5,488,050  | 
 61 164 000  | 
| 
 3  | 
 სს. მისო "სვის კაპიტალი"  | 
 4 990 064  | 
 35 393 200  | 
| 
 4  | 
 სს. მისო "მიკრო ბიზნეს კაპიტალი"  | 
 8 330  | 
 16 847 026  | 
| 
 5  | 
 შპს. მისო "ლიდერ კრედიტი"  | 
 9 594 215  | 
 13 003 723  | 
| 
 6  | 
 სს. მისო "ლაზიკა კაპიტალი"  | 
 -  | 
 12'059'429  | 
| 
 7  | 
 სს. მისო "კრედიტსერვისი+"  | 
 5 164 866  | 
 7 653 089  | 
| 
 8  | 
 სს. მისო "ქართული კრედიტი"  | 
 
  | 
 3,983,837  | 
| 
 9  | 
 სს. მისო "ინტელექსპრესი"  | 
 1 457 453  | 
 2 677 519  | 
| 
 
  | 
 
  | 
 
  | 
 
  | 
