ფინანსები
07/12/2021

ლიბერთის პარტნიორობით Future Agro Challenge გაიმართა

ლიბერთის გენერალური პარტნიორობით გამართულ საერთაშორისო შეჯიბრზე Future Agro Challenge გამარჯვებული გამოვლინდა.

ტექნოპარკში ჩატარებული კონკურსის ჟიურიმ წლის აგროპრენერად Ozone Georgia (Hydrogen Technology) დამფუძნებელი გიორგი წივწივაძე  დაასახელა.

Future Agro Challenge-ს   მართული  მიზანი სტარტაპების, ინოვატორების, „აგროპრენერების”, ფერმერების, მეწარმეების, აგროტექნოლოგების, აგროტურიზმითა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული ადამიანების მხარდაჭერა და გაძლიერებაა.

დაფინანსებადი საკვების, აგროტექნოლოგიების, აგროტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში ინოვაციების აღმოსაჩენად და გლობალური თანამშრომლობის წასახალისებლად ღონისძიებამ  სხვადასხვა ქვეყნის ეკოსისტემის მონაწილეებს უმასპინძლა.

„ლიბერთი ულოცავს გამარჯვებულს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო შეჯიბრში წარმატებას და წლის აგროპრენერის წოდების მიღებას. Future Agro Challenge Georgia საშუალებას გვაძლევს წარმოვაჩინოთ სიახლეების მაძიებელი ნიჭიერი ადამიანები, ხელი შევუწყოთ  მათ განვითარებას და  რეგიონში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.

"ჩვენი  სტრატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ კი  მომხმარებლისთვის არაერთი სიახლის შეთავაზებასთან ერთად, მარტივი მომსახურებით აგრობიზნესის განვითარებას,  ახალგაზრდების და მათი ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას  გულისხმობს", - განაცხადა Future Agro Challenge Georgia-ს ჟიურის წევრმა, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულების დირექტორის მოადგილე ირაკლი აბაშიძემ.

საერთაშორისო შეჯიბრში გამარჯვებულმა ფულად ჯილდოსთან ერთად მიიღო  წვდომა მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship-ზე, უმთავრეს გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე, რომელიც  საბერძნეთში, 2022 წელს ჩატარდება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023