ფინანსები
03/05/2023

ლიბერთი საერთაშორისო ფაქტორინგული ორგანიზაციის FCI-ის წევრი გახდა

ლიბერთი, მესამე ბანკია საქართველოს ბაზარზე, რომელიც FCI-ში გაწევრიანდა.

,,ლიბერთი აგრძელებს მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული ახალი პროდუქტების დანერგვას და მომსახურების პირობების გაუმჯობესებას.  ფაქტორინგი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ფინანსური მომსახურებაა როგორც მსოფლიოში, ასევე  საქართველოშიც.

ჩვენს მომხმარებლებს  ადგილობრივ ფაქტორინგულ ოპერაციებს 2020 წლიდან ვთავაზობთ.  საერთაშორისო ფაქტორინგულ ორგანიზაცაში გაწევრიანება, ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს პროდუქტების მრავალფეროვნება, ასევე  ბაზარზე არსებული პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყაროს და  მომავალში მომხმარებლებს საერთაშორისო ფაქტორინგული ოპერაციები შესთავაზოს“ - შოთა დეკანოსიძე ლიბერთის გლობალური საბანკო საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი.

FCI არის უმსხვილესი საერთაშორისო ფაქტორინგული ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს წაახალისოს და განავითაროს საერთაშორისო ვაჭრობა ფაქტორინგული ოპერაციების გზით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. FCI-ში გაწევრიანებულია 400-მდე ფინანსური ინსტიტუტი მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნიდან. FCI-ის მსოფლიოს ფაქტორინგული ბაზრის 60%-მდე წილი უკავია.


ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023