ფინანსები
24/01/2023

ლაშა ხუციშვილმა ADB-ს წარმომადგენლებთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) რეგიონულ დირექტორს, შეინ როზენტალს, ADB-ის მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დირექტორს, ბრიუს დანისა და ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები.

ADB აპირებს განაახლოს 2009 წლის უსაფრთხოების პოლიტიკის დებულება, რომელიც შესაბამისობაში იქნება ADB-ის 2030 წლის სტრატეგიასთან და მისი ოპერაციული პრიორიტეტების გეგმებთან.

შეხვედრის მიზანია, დაინტერესებული მხარეები გააცნონ განახლებული პოლიტიკის მიდგომებსა და მიმართულებებს, რათა ბანკის წევრმა ყველა ქვეყანამ შეძლოს უფრო ეფექტური მონაწილეობის მიღება განხილვის პროცესში.

უსაფრთხოების პოლიტიკის დებულება მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: გარემოსდაცვითი და სოციალური რისკებისა და ზემოქმედებების შეფასება და მართვა, შრომისა და სამუშაო პირობები, დაბინძურების პრევენცია და რესურსების ეფექტიანობა, ჯანდაცვა და უსაფრთხოება, ბიომრავალფეროვნება და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, კულტურული მემკვიდრეობა და სხვა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ყველა ამ მიმართულებით საქართველო მზადაა აქტიური თანამშრომლობისა და პოზიციების შეჯერებისთვის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023