ფინანსები
13/02/2023

ლაშა ხუციშვილი სსფ-ს მისიას შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სუბირ ლალს, მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონსა და მისიის სხვა წევრებს შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხებს, სსფ-ის 3-წლიანი პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობას.

მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება. კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა გამოწვევების მიუხედავად, გასული ორი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ეკონომიკური ზრდისა და სხვა ფისკალური პარამეტრების გაუმჯობესების მიმართულებით. ამასთან, ხაზი გაესვა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელების მნიშვნელობას.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი, ფინანსთა სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ჩალაფეიქრიშვილი და ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსი შოთა გუნია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023