ფინანსები
09/08/2021

ლაშა ხუციშვილი: საჯარო სექტორის ხელფასები გარკვეულ წესებზე უნდა დაფუძნდეს

ფინანსთა სამინისტროს 10 წლიანი გეგმის მიხედვით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ძლიერი საჯარო სექტორი. ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ამის გარეშე ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმები ვერ გატარდება. 

მინისტრმა საჯარო სექტორში ხელფასების ზრდის საკითხზე ისაუბრა. 

“ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთეული გამონაკლისების გარდა, ხელფასები იყო გაყინული, ზრდა არ განხორციელებულა, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ მნიშვნელოვნად დაეცემა საჯარო სექტორის კონკურენტუნარიანობა, შეფერხდება ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. 

შესაბამისად, დისკუსიისთვის იყო გამოტანილი საკითხი, რომ საჯარო მოხელეების ხელფასები არ უნდა იყოს ყოველთვის გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, ეს უნდა იყოს ინდექსაციაზე, გარკვეულ წესებზე დაფუძნებული, რომ საჯარო სექტორში ერთის მხრივ მოწესრიგდეს ხელფასების საკითხი, მეორეს მხრივ ეს უნდა განხორციელდეს გარკვეული წესებით და ფორმულებით. 

ჩვენ გვქონდა ანალოგიური სურათი პენსიებთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვნად მოხსნა პრობლემა პენსიების ინდექსაციის საკითხმა, რომელიც მიბმულია ეკონომიკურ ზრდაზე და ინფლაციაზე. შესაბამისად, გარკვეული წესები უნდა იყოს ჩამოყალიბებული და შეთანხმებული, იმისათვის, რომ აღნიშნული საკითხი არ გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. 

ამ მიმართულებით ჩენ ვხსნით დიალოგს და ვიწყებთ მუშაობას იმისთვის, რომ აღნიშნული საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023