ფინანსები
13/06/2023

ლაშა ხუციშვილი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს რეგიონულ დირექტორს, სესილ კუპრის შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს რეგიონულ დირექტორს, სესილ კუპრის შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) რეგიონულ დირექტორს, სესილ კუპრისა და სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ იგეგმება მე-3 ორმხრივი ყოველწლიური საკონსულტაციო შეხვედრა საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის, სადაც მხარეები გაეცნობიან მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს და შეათანხმებენ სამომავლო პარტნიორობის საკითხებს.

ფინანსთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე მიმოიხილეს ორმხრივი პარტნიორობის საკითხები.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და ქვეყნისთვის ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით მხარდაჭერისთვის, როგორიცაა: საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ენერგეტიკა (ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოეფექტურობა), ირიგაცია, ადამიანური კაპიტალი, რეგიონული განვითარება, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა, რკინიგზის სექტორის რეფორმა, წყალმომარაგება, სოციალური კეთილდღეობა და ჯანდაცვა, საქართველოს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა.

თავის მხრივ, ფრანგულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძოს თანამშრომლობა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიზნით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023