ფინანსები
15/02/2023

ლაშა ხუციშვილი OECD-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) „საგადასახადო ინსპექტორები საზღვრების გარეშე“ სამდივნოს ხელმძღვანელს, რუსუდან კემულარიას და OECD-ის საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების ცენტრის უფროს მრჩეველს, ენდრიუ აუერბახს შეხვდა.

შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი და საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინე ხურციძე.

დელეგაციის ვიზიტის მიზანია საგადასახადო შეღავათებისა და ციფრული ეკონომიკის დაბეგვრის მეორე სვეტის დანერგვის საპილოტე პროგრამის გახსნა.

პროგრამის ფარგლებში, OECD დახმარებას გაუწევს საქართველოს ციფრული ეკონომიკის დაბეგვრის მე-2 სვეტის დანერგვაში. სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებთან, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან.

აღსანიშნავია, რომ საქართველო 2016 წლის 14 ივნისს ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მიუერთდნენ BEPS-ის ინკლუზიურ პლატფორმას და იკისრეს ამ პროექტით გათვალისწინებული მინიმალური სტანდარტების დანერგვის ვალდებულება, გადასახადებისთვის თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლის, საერთაშორისო დაბეგვრის მოქმედი წესების სრულყოფისა და უფრო გამჭვირვალე საგადასახადო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით.

ამასთან, საქართველო აქტიურად არის ჩართული ციფრული ეკონომიკის განვითარებიდან გამომდინარე საგადასახადო გამოწვევების დასაძლევად მიმდინარე პროექტებში, რომლის ფარგლებშიც საქართველომ 138 იურისდიქციასთან ერთად, 2021 წლის 8 ოქტომბერს მხარი დაუჭირა OECD-ის ოფიციალურ განცხადებას საერთაშორისო საგადასახადო წესების რეფორმირების ორსვეტიან გეგმასთან დაკავშირებით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023