ფინანსები
16/04/2021

ლაშა ხუციშვილი ევრობონდებზე: 2.75% არის ისტორიული განაკვეთი რეგიონში

ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული 2,75% არის განაკვეთი, რომელიც აქამდე არასდროს არ დაფიქსირებულა ჩვენს რეგიონში, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ეს ფაქტი ერთხმად იქნა აღნიშნული ყველა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის მხრიდან.

„ამ ტრანზაქციით და ამ საპროცენტო განაკვეთით, ჩვენ შევქმენით ახალი, მართლაც ისტორიული ნიშნული, ე.წ. ბენჩმარკი, რომელიც უმნიშვნელოვანესი იქნება სხვა გამომშვებებისთვის, კერძო კომპანიებისთვის, რომელთაც მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ და გაუიაფდებათ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთის ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი, იყო ქვეყნის სუვერენული რეიტინგი, რომელიც ბოლო წლებში გაუმჯობესდა (“B+”დან “BB” მდე).

წარმატებით წარმართული პროცესისთვის ფინანსთა მინისტრმა სამინისტროს სახელით მადლობა გადაუხადა გუნდს, რომელიც მუშაობდა ამ პროექტზე.

„ესენი არიან საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები - JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard და ადგილობრივი საინვესტიციო ბანკები TBC Capital და Galt & Taggart. ასევე, ჩვენი იურიდიული მრჩეველები Baker McKinzie და BLC. მადლობა მათ გუნდური და ეფექტური მუშაობისათვის. ეს იყო ერთობლივი მუშაობის ნამდვილად წარმატებული მაგალითი,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023