ფინანსები
26/01/2023

ლაშა ხუციშვილი: ბიზნესპროცესების ავტომატიზებული სისტემებით ჩანაცვლება აუცილებელია

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, აუცილებელია, ბიზნესპროცესების მაქსიმალურად ჩანაცვლება ავტომატიზირებული პროცესებით,  - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას, ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის დანერგილმა სტანდარტებმა დადებითი როლი ითამაშეს საქართველოს საბაჟოს მზაობის კუთხით პანდემიის პერიოდში, როცა დოკუმენტების ფიზიკურად წარდგენის ნაცვლად, მონაცემთა ელექტრონულად წარდგენის პრაქტიკა სავალდებულოდ ამოქმედდა.

„აღნიშნულმა განაპირობა პანდემიის პერიოდში საბაჟო პროცედურების შეუფერხებლად განხორციელება. ეს გაფიცრულებისკენ მიმართული მოდერნიზების გზის მხოლოდ დასაწყისი იყო. თანამედროვე მოთხოვნები უფრო მეტი და შინაარსობრივად უფრო რთული ამოცანების წინაშე გვაყენებს. აუცილებელია, ბიზნესპროცესების მაქსიმალურად ჩანაცვლება ავტომატიზირებული პროცესებით, ცხადია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. დღეს წარმოგიდგენთ ასეთ საინტერესო პროექტს  - პირველ ციფრულ მებაჟე ოფიცერს და ვიმედოვნებ, რომ ისიც წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ ამოცანებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023