ფინანსები
01/05/2023

ლაშა ხუციშვილი ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

2023 წლის 1-5 მაისს, კორეის რესპუბლიკის ქალაქ ინჩეონში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მმართველი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

იგი  მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, მასაცუგუ ასაკავასთან, ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, შიქსინ ჩენთან, ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან,   რეიჩელ ტომსონთან, ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორთან, დავიდ კავანოსთან, ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ევგენი ჟუკოვთან, კორეის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრთან, ჩოო კიუნგ ჰოსთან. ქართულ დელეგაციაში, ასევე, არიან ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

ფინანსთა მინისტრი დაესწრება ADB-ის მმართველთა საბჭოსა და  ბიზნეს-სესიას. დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) მაღალი დონის სესიაზე.

აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართება ოფიციალური ღონისძიება, სადაც საქართველო  წარდგება, როგორც აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა 2024 წელს.

ყოველწლიური შეხვედრის გახსნის დღიდან, საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით მოწყობილ საქართველოს სტენდთან, დელეგატებსა და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს კულტურისა და ტურისტული შესაძლებლობების ამსახველ საინფორმაციო და ვიდეო მასალას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023