ფინანსები
24/05/2021

ლადო პაპავა: ლარი ეკონომიკურმა და ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა გაამყარა

პროფესორი ლადო პაპავა „ბიზნესპარტნიორთან“ ბოლო დღეების განმავლობაში ლარის გამყარების მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ  ეროვნული ვალუტის გამყარებას რამდენიმე მიზეზი აქვს. მათ შორისაა, გაზრდილი ფულადი გზავნილები და ექსპორტის მაჩვენებლები, გააქტიურებული ავიამიმოსვლა და უცხოელი ტურისტების ნაკადი.

როგორც ლადო პაპავა ამბობს, მნიშვნელოვანია იმის აღნიშნვნა, რომ არსებობს ფსიქოლოგიური მომენტიც, რომელიც მეტ-ნაკლებად წარმატებულ ვაქცინაციასთან არის დაკავშირებული.

„გახსოვთ როგორი ნეგატიური დამოკიდებულება იყო ვაქცინების მიმართ, რაც მედდის მოულოდნელმა გარდაცვალებამაც გამოიწვია. ახლა კი სიტუაცია ჩინური ვაქცინების ფონზე აშკარად შეიცვალა, საზოგადოებაში გაჩნდა მომავლისადმი პოზიტიური განწყობა. ამას დაემატა ეკონომიკის მეტ-ნაკლებად გახსნაც და ისიც, რომ საზოგადოებამ ასე თუ ისე ისწავლა კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრება - პირბადით, დისტანცირებით და სხვადასხვა შეზღუდვით. ამ ფონზე რესტორნები და სასტუმროებიც გაიხსნა, ანუ ეკონომიკის ყველა იმ დარგის აღდგენა ხდება, რომელიც  პანდემიის დაწყებამდე საქართველოს ეკონომიკისთვის განმსაზღვრელი იყო.

ამ ფაქტორებმა ერთობლიობაში გამოიწვია პოზიტიური განწყობის შექმნა, რაც შესაბამისად ლარის კურსზე აისახა. სხვა სიტყვებით, სახეზეა როგორც ეკონომიკური, ისე ფსიქოლოგიური ფაქტორების ერთობლივი მოქმდება,“ - აცხადებს ლადო პაპავა.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის როლს, პროფესორი აცხადებს, რომ მარეგულირებელი, სამწუხაროდ, ძირითადად თამაშგარე მდგომარეობაში რჩებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეროვნულ ვალუტას ეხება.

„სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის ხალმძღვანელობას არაერთხელ უთქვამს, რომ  ლარის კურსი არ აღელვებს. ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის უდიდესი შეცდომა. გამოვიდა ისე, რომ პოლიტიკურად პასუხისმგებელი ლარის კურსზე არის მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო და თურმე არაფერ შუაშია ეროვნულო ბანკი. ეს არის მცდარი მიდგომა! პერიოდულად ამ შეცდომის უარყოფით შედეგებსაც ვიმკით,“ - აცხადებს პაპავა.

შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსი შედარებით დასტაბილურებულია. თუ რამდენიმე კვირის წინ, ეროვნული ვალუტის კურსი 3.4-იან ნიშნულს სცდებოდა, 24 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3126 ლარი შეადგინა. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0070 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0473 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0414 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0059 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023