ფინანსები
24/10/2022
ავტორი: Business Partner

კრედიტინფოს გუნდს ირაკლი ელაშვილი შეუერთდა

კრედიტინფოს მენეჯმეტს მე-5 დირექტორი დაემატა. პოზიცია ირაკლი ელაშვილმა დაიკავა, რომელიც TBC-ის წამყვანი მენეჯერი, ალფა კაპიტალის მმართველი და ფინკას გენერალური დირექტორი იყო.

კრედიტინფოს სამეთვალყურეო საბჭოს სებ-ის რეგულაციის შესაბამისად გამსხვილდა. 

აქამდე მმართველობითი ორგანო მხოლოდ აქციონრების (TBC; BGEO, PROCREDIT, Creditinfo International GmbH) 4 წარმომადგენლით (ნინო მასურაშვილი, ლევან კულიჯანიშვილი, ალექსი მატუა, სეტ მარქსი) იყო დაკომპლექტებული. 

13 ოქტომბრიდან კრედიტინფოს ბაზაც გამსხვილდა. ზღვარი 10 მლნ ლარამდე კრედიტებით შეივსო და მორიგ ანგარიშში აისახება.

კრედიტინფოს ბოლო, სექტემბრის ანგარიშით (სადაც მხოლოდ 3 მლნ-მდე კრედიტებია), ქვეყანაში სულ 2 მლნ მსესხებელია, მათ შორის, 1,601 მილიონი აქტიური მომხმარებელი  ბანკების კლიენტებზე მოდის.

სესხების საერთო მოცულობა 35.3 მლრდ (L/m - ₾ 34.9 მლრდ) ლარია. აქედან 90%-₾ 31.8 მლრდ კომერციულ ბანკების წილია (L/m- 31.8-91%). დარჩენილი თანხა კი სხვა საფინანსო ინსტიტუტებზე ნაწილდება.1 წლამდე ვადაგადაცილება 79 315  პირს (ფიზ/იურიდიულ) უფიქსირდება (L/m - 81 535). 3–წლიან ვადაგადაცილებაშია 134 600 მსესხებლის (L/Y – 230 000)  240 000 კრედიტი (სესხის ნაშთი: 1.4 მლრდ ლარი).

1 მარტისთვის კი მონაცემთა ბაზას ფულადი გზავნილები დაემატება (ამ დროისთვის კრედიტინფო პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს). ვალდებულებებში გადმორიცხვების დამატება, გზავნილებით შემოსავლიანი პოტენციური მსესხებლის დაკრედიტების გამარტივებაა.  თუმცა გზავნილის მიმღების ნებართვის გარეშე, მომსახურე ბანკი ინფორმაციას ვერ გასცემს.

კრედიტინფოს ანგარიში (მლნ ₾)

2021

2020

ამონაგები

7.3

6.7

კაპიტალი

10.5

9.5

აქტივები

11.4

9.7

ხელფასები და სხ.სარგებელი

1.6

1.4

საოპერაციო მოგება

3.1

2.8

წყარო: რეპორტალი

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022