ფინანსები
15/05/2023

"კონცეპტ თავგადასავალი 2": მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში

თიბისი კონცეპტი და „მოგზაური“ ამჯერად გთავაზობთ დაუვიწყარ მოგზაურობას სამცხე-ჯავახეთში. 23-25 ივნისის გასტრო-კულტურულ ტურში, მესხეთის მდიდარი ისტორიის, უძველესი კულტურული ძეგლებისა და სამცხე-ჯავახეთის ეთნიკური მრავალფეროვნების პარალელურად, თქვენ აღმოაჩენთ რამდენად განსხვავებული და განსაკუთრებულია მესხური კულინარია.

ტურის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთის მკვლევარი, ისტორიკოსი კუკური მეტრეველი გაგაცნობთ, პრეისტორიული და ფეოდალური ხანის ძეგლებს - გაზიარებთ აბულის ციკლოპური ციხის მისტიკას და ვარძიის სამ იარუსად ნაშენი კომპლექსის.

სამსარის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის, საროს მთავარანგელოზთა ეკლესის, უძველესი მესხური დარბაზების, ხერთვისისა და თმოგვის ციხეების ხილვისას, თქვენს წინაშე ისტორიული საქართველოს სხვადასხვა ეპოქა გაცოცხლდება.

ტრადიციული მესხური კერძების დაგემოვნებასთან ერთად, რესტორატორი ქეთი ბაქრაძე, მისეული იმპროვიზაციებით, ქართული კულინარიის ნაკლებად ცნობილ გემოებსა და არომატებს აღმოგაჩენინებთ.

სამცხე-ჯავახეთის გრძელი და გაშლილი ლანდშაფტების, თვალწარმტაცი მთების, საქართველოში უდიდესი ტბების, დუხობორების ფერადი სახლების და ზოგადად, მესხეთის ეთნიკური მრავალფეროვნების კვალზე, თიბისი კონცეპტისა და „მოგზაურის“ ტური დაუვიწყარი და შთამბეჭდავი თავგადასავალი იქნება.

ტურის განმავლობაში, მონაწილეებს ნათია ფანჯიკიძე უმასპინძლებს თემით „ნამდვილი ცოდნით მხოლოდ ის იცი, რაც გინახავს და განგიცდია”.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს სამცხე-ჯავახეთის ტურზე სპეციალური შეთავაზება გელოდებათ:

1 ადამიანი 2 ადგილიან ნომერში 1480 ლარია 20% ფასდაკლებით.

1 ადამიანი 1 ადგილიან ნომერში 1600 ლარია 20% ფასდაკლებით.

გაეცანი დამატებით ინფორმაციას ტურის შესახებ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023