ფინანსები
22/09/2021

კონცენტრაციის ზრდა კონკურენციას არ ზღუდავს /ბანკების რეიტინგი/

სისტემური ბანკების კონცენტრაცია გაზრდილია. 01.09.2021-ისთვის თიბისის და საქართველოს ბანკის ბანკის წილი აქტივებში 74.3%-ია; ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტეში 77%.

წმინდა მოგებაში (14 ბანკის მოგება 1.473 მლნ) 86% მოდის სისტემური 2 ბანკის ჯამურ მოგებაზე.

მაღალი  კონცენტრაცია, სებ-ის პრეზიდნტის განმარტებით, სულაც არ ნიშნავს დაბალ კონკურენციას, რაც სატელევიზიო ეთერში (პალიტრა, საქმე) კობა გვენეტაძემ პორტფელის ჭრილში ახსნა. 2 ბანკი დომინირებს მსხვილი ბიზნესის დაკრედიტებაში, თუმცა მცირე, საშუალო და მიკროსაწარმოების ქეისებით დანარჩენი ბანკების წილი 35%-ს აღემატება, რაც სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ძალიან მაღალია.

კობა გვენეტაძემ სექტორის მაღალკონკურენციის მიმანიშნებელი კიდევ ერთი კოეფიციენტი მოიხმო, სხვაობა სასესხო და დეპოზიტების განაკვეთს შორის, რასაც მოკლევადიან პერიოდში თუ დავაკვირდებით შესაძლოა ვერ შევამჩნიოთ. სპრედი გრძელვადიან პერიოდში იზომება.

Top -9  01.09.2021 მილიარდერი ბანკები

ბანკი

წილი აქტივებში

 დეპოზიტებში

თიბისი

39.02%

40.82%

საქართველოს ბანკი

35.40%

35.58%

ლიბერთი ბანკი

4.86%

5.74%

ვითიბი ბანკი

3.68%

4.56%

პროკრედიტ ბანკი

3.22%

2.76%

ბაზისბანკი

2.83%

2.32%

კრედო ბანკი

2.68%

0.53%

 ქართუ ბანკი

2.34%

2.84%

 ტერა ბანკი

2.33 %

2.47%

წყარო: კომერციული ბანკები

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023