ფინანსები
12/12/2022

კონკურენციის სააგენტომ ბანკებში სადაზღვევო პროდუქტების რეალიზების მონიტორინგი დაიწყო

კონკურენციის სააგენტომ ბანკებში საკრედიტო ურთიერთობების დროს, სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება-რეალიზების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო.

კონკურენციის სააგენტოს ცნობით, მიზანი ბაზარზე არსებული ვითარების და კონკურენტული გარემოს შესწავლაა. მონიტორინგი - “დაზღვევის კავშირის” მომართვის და სებ-ის 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფინანსური ორგანიზაციების (ბანკების) მიერ სადაზღვევო ბაზარზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვა კვლავ გამოწვევად რჩება.

მონიტორინგი სებ-თან და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად აქტიური კოორდინაციის ფორმატში განხორციელდება.

ამ დროისთვის, საქართველოს ბაზარზე 15 ლიცენზირებული კომერციული ბანკი და 18 ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანია ოპერირებს.

2022 წელს, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის და საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) მონიტორინგები დაასრულა. ფარმაცევტული ბაზრის შესწავლის ფარგლებში, 13 რეკომენდაცია გაიცა. საავტომობილო ბაზარზე, ვითარების გარკვევის მიზნით, მოკვლევის პროცესი დაწყებულია.

ამ ეტაპზე, მიმდინარე რეჟიმშია შუშის ნარჩენების და გაზის საავტომობილო საწვავის (CNG/LPG) ბაზრების მონიტორინგები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023