ფინანსები
23/06/2023

კომპანიამ - "ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია", თიბისი კაპიტალის დახმარებით, $10 მლნ-ის ობლიგაციები გამოუშვა

კასკადური ელექტროსადგურების მმართველმა კომპანიამ - “ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია“, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის, არაუზრუნველყოფილი და არასუბორდინირებული, 2 წლიანი ობლიგაციები გამოუშვა. შედეგად, „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ საქართველოს საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია გახდება.

ობლიგაციების წლიური საპროცენტო განაკვეთი 8.50%-ით განისაზღვრა. აღნიშნული ტრანზაქცია კომპანიისა და თიბისი კაპიტალისთვის პირველი ერთობლივი განთავსებაა.

კომპანიის მიერ, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული ფინანსური რესურსი საბანკო სესხის ნაწილობრივ რეფინანსირებას მოხმარდება. შესაბამისად, კომპანიის დაფინანსების სტრუქტურა უფრო მეტად დივერსიფიცირებული გახდება.

გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე საშუალაზე, „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ ჰესების კასკადი - ჯამური დადგმული სიმძლავრით 15.25 მგვტ, თიბისის მხარდაჭერით, სამ ჰესს აერთიანებს. რიგით მესამე ჰესი - საშუალა 0, ჯამური დადგმული სიმძლავრით 2.25 მგვტ - 2023 წლის იანვარში, საშუალა 1 და საშუალა 2 კი 2019-2020 წლებში გაეშვა.

„პირველ რიგში, ვულოცავ „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ ტრანზაქციის წარმატებით განხორციელებას. მნიშვნელოვანია, რომ ამ განთავსებით ფინანსური რესურსების დივერსიფიკაციასა და განვითარებაში დავეხმარეთ კომპანიას, რომელიც ქვეყანაში - განახლებადი რესურსის ეფექტურად ათვისებას, შედეგად კი, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებასა და იმპორტირებულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებას უწყობს ხელს“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023