ფინანსები
29/09/2023
კომერციული ბანკების რეიტინგი აქტივებით
სებ-მა საბანკო სექტორის 8 თვის კონსოლიდირებული სტატისტიკა IFRS-ით გამოაქვეყნა, საერთაშორისო სტანდარტით, რომელიც სებ-ის ანგარიშგებაზე (GAAP) უფრო ლიბერალურია.
ამასთან შენარჩუნებულია კონსერვატიული მიდგომა, CRA-ით, მაკორექტირებელი ბუფერით, სექტორმა კაპიტალი მეტობით რომ დაიჭიროს.
01.09.2023-ის მდგომარეობით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 72.1 მლრდ ლარს შეადგენს.
სისტემა 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13-საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და ადგილობრივი კაპიტალით 2, ბანკი ქართუ და ბაზარზე ახლადშესული ციფრული "პეისერა".
სექტორის კაპიტალი 11.2 მლრდ ლარია (კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.5%).
მსხვილაქტივებიანი ბანკების TOP-8 (000 ₾)
| 01.09.2023 | |
| საქართველოს ბანკი | 27,640,993 |
| თიბისი ბანკი | 27,596,202 |
| ლიბერთი | 3,771,232 |
| ბაზისბანკი | 3,155,910 |
| კრედო | 2,333,742 |
| ქართუ ბანკი | 1,733,856 |
| პროკრედიტ ბანკი | 1,685,692 |
| ტერაბანკი | 1,636,414 |
წყარო: კომერციული ბანკები (IFRS-ით)
