ფინანსები
08/12/2021

კობა გვენეტაძე: სსფ-ს ახალი პროგრამა თანხების მოზიდვას არ ითვალისწინებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა თანხების მოზიდვას არ ითვალისწინებს. 

"პროგრამა არის სტანდარტული. მოგეხსენებათ, რომ წინა პროგრამის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ისესხა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, როგორც ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად, ასევე ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების შესავსებად, თუმცა ამ ეტაპზე, არ მოიაზრება თანხის ათვისება, ეს იქნება ისეთი პროგრამა, რომ თუ კი ათვისების საჭიროება დადგება, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება თანხა მიღებული, მაგრამ სხვა სიტუაციაში ეს პროგრამა არ ითვალისწინებს დამატებითი თანხების მიღებას," – განმარტავს სებ–ის პრეზიდენტი. 

შეგახსენებთ, რომ საქართველო სსფ-სთან ახალი პროგრამის დაწყებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ფონდთან დაგეგმილია ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყება.

სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი 3-წლიანი პროგრამა 2021 წლის აპრილში დასრულდა.

პროგრამის ფარგლებში, სულ, საქართველოს 687 მლნ დოლარი (406 მლნ SDR) აქვს მიღებული, მათ შორის 2020 წელს - 226 მლნ SDR ($315 მლნ დოლარი).

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023