ფინანსები
25/11/2021

კატარინა ბიორლინ ჰანსენი: უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობა მალე იქნება მიღებული

მთავრობა ბაზარზე უზრუნველყოფილი ობლიგაციების ინსტრუმენტის დანერგვის საკითხს უბრუნდება.

ინვესტორთა საბჭოს განსახილველ თემებს შორის ერთ-ერთი სწორედ უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდები იყო. 

სხდომის დასრულების შემდეგ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა განმარტა, რომ ეს არის ახალი კანონმდებლობა, რომელიც ძალიან მალე იქნება მიღებული და ხელს შეუწობს საქართველოში ფინანსური აქტივების შემოტანის გააქტიურებას.

„ინვესტორთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გვქონდა ნაყოფიერი დისკუსია. განვიხილეთ COVID-19-ის გავლენა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადზე, ასევე ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციები განახლებადი ენერგიის სექტორში, რომელიც წარმოადგენს პერსპექტიულ მიმართულებას განვითარებისთვის. ასევე განვიხილეთ სხვა საკითებიც, რომლებზეც ჩვენ, საქართველოს მთავრობასთან ერთად, მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას. გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა და კარგი დისკუსია", - აღნიშნა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

ინვესტორთა საბჭოს სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე, ვაქცინაციის პროცესი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.

მსჯელობის საგანი იყო ასევე განახლებადი ენერგიის მიმართულებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტირების პერსპექტივები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახალი ფინანსური ინსტრუმენტების შექმნა, სამშენებლო სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, ასევე, ფარმაცევტულ ინდუსტრიასთან დაკავშირებული საკითხები.

„საბჭოს დღევანდელი სხდომა მოიცავდა ეკონომიკის თითქმის ყველა მიმართულებას და საინვესტიციო მდგომარეობას სხვადასხვა დარგში. საკითხები შეეხებოდა, როგორც ენერგეტიკის სფეროს, ისე ფარმაცევტულ სექტორს, სახელმწიფო საწარმოების რეფორმებს და ფინანსური ინსტრუმენტების გაძლიერებას. დაისახა სამოქმედო გეგმები და უახლოეს დღეებში სამუშაო ჯგუფების ფორმატში გაგრძელდება მუშაობა", - განაცხადა ინვესტორთა საბჭოს მდივანმა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023