იურიდიული პირების დეპოზიტებით თიბისის წილი 41%-ს აღემატება
თიბისი ბანკმა 10 თვე 841.7 მლნ ლარის მოგებით დაასრულა (10m/2021 - 787,4 მლნ; +7.4 (Y.Y)
სისტემური ბანკი მომგებიან ბანკებში (11) 46.7%-იანი წილით №1-ია. 4.436 მლრდ-ის საზედამხედველო კაპიტალით (10m/2021 - 3,759 მლრდ) ბაზარზე ლიდერ პოზიციას იკავებს.
მომავალი წლიდან სებ-ი კიდევ რამდენიმე ბუფერით შემოდის, განახლებული კონტრციკლურით, რომელმაც დაკრედიტების ზრდის ტემპი ზომიერამდე უნდა დაკორექტიროს. გადაიხედა სისტემურობის ბუფერიც, შესაბამისად თიბისის, არასისტემურ ბანკზე 2.5%-ით მეტი და სისტემურ ლიბერთი ბანკზე 1.5% -ით მეტი კაპიტალი მოეთხოვება.
კოეფიციენტი კიდევ გაიზრდება, როგორც კი დეპოზიტების მიხედვით, მისი საბაზრო წილი 40%-ს გაცდება. ამ დროისთვის (01.11.2022 -ის მდგომარეობით), არასაბანკო ანაბრებით, 39.5%-ია. მ.შ იურიდიული პირების დეპოზიტებით 41.1%.
| 
 01.11.2022  | 
 H1/2022  | 
|
| 
 აქტივები  | 
 25,631,322,000  | 
 24,787,608,000  | 
| 
 სააქციო კაპიტალი  | 
 3,529,610,000  | 
 3,373,125,000  | 
| 
 წილი აქტივებით  | 
 38.15%  | 
 38,6%  | 
| 
 წილი მოგებით  | 
 42.6%  | 
 51.5%  | 
| 
 წილი სააქციო კაპიტალით  | 
 39.8%  | 
 40.6%  | 
| 
 წილი საკრედიტო დაბანდებით  | 
 38.7%  | 
 
  | 
წყარო: კომერციული ბანკი
