ფინანსები
                                07/04/2022
                                
                            "იშ ბანკმა" იანვარ-თებერვალი ₾3.7 მლნ-ის მოგებით დაასრულა
თურქულმა "იშ ბანკმა" კაპიტალზე მომგებიანობა გაზარდა. 01.03.2022-ისთვის ROE (უკუგება კაპიტალზე) 5.7%-მდეა მომატებული. ROA-ს (23.3% - უკუგება აქტივებზე) მიხედვით, კი თურქული ბანკი, უმსხვილესი ბანკების TOP-3-შია, თიბისის და საქართველოს ბანკის შემდეგ.
"იშ ბანკმა" იანვარ-თებერვალი 3.7 მლნ ლარის მოგებით დაასრულა და მომგებიან 12 ბანკში მე-8 ადგილზე პოზიციონირებს.
ბანკის საკრედიტო პორტფელი 239 მლნ ლარია. საპროცენტო შემოსავლები სესხებდან 3.2 მლნ ლარი
| 
 01.03.2022 (₾  | 
 2021 (₾  | 
|
| 
 აქტივები  | 
 422,403,000  | 
 376,724.000  | 
| 
 საზ. კაპიტალი  | 
 103,261,000  | 
 99,324.000  | 
| 
 ROE  | 
 5.73%  | 
 3.09%  | 
| 
 ROA  | 
 23.29%  | 
 12.7%  | 
წყარო: კომერციული ბანკი
