ფინანსები
07/06/2023

ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს როლანდ პრაისს შეხვდა, რომელიც საქმიანობას ოფიციალურად 1-ელი სექტემბრიდან შეუდგება. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მსოფლიო ბანკის მოქმედი რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი, რომელიც ამ პოზიციაზე თავის ოთხწლიან საქმიანობას ივნისის ბოლოს დაასრულებს, - ამის შესახებ ინფრომაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციოთ, ირაკლი ღარიბაშვილმა როლანდ პრაისს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, სებასტიან მოლინეუსს კი, საქართველოს მთავრობასთან ეფექტიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა როლანდ პრაისს და სებასტიან მოლინეუსს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა მიმოიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს განვითარებაში მსოფლიო ბანკის მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს. აღინიშნა, რომ სამი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო ბანკმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ზრდასა და მოდერნიზაციაში.

მსოფლიო ბანკის ამჟამინდელი პორტფელი 15 აქტიური ინვესტიციისგან შედგება და საერთო ჯამში 1.5 მილიარდი აშშ დოლარია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაფართოების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023