ფინანსები
08/12/2021

ინფლაციასთან ბრძოლის რა ინსტრუმენტები აქვს სებ-ს - კობა გვენეტაძის განმარტება

არსებულ მაღალ ინფლაციას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ერთჯერად ფაქტორებს უკავშირებს. 

კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის სხდომის შემდეგ “ბიზნესპარტნიორის” კითხვას უპასუხა, რომელიც სწორედ ინფლაციასთან ბრძოლის ინსტურმენტებს ეხებოდა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის მთავარი ინსტრუმენტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთია.

“ამავე დროს, საკმაოდ ბევრი ინტერვენცია განვახორციელეთ, გასულ წელს 616 მლნ გავყიდეთ და წელს დაახლოებით 350 მლნ. ეს ინტერვენციები მიზნად ისახავდა სავალურო ბაზრის გაუმართავი მუშაობის თავიდან აცილებას და პანდემიის შედეგად ბაზრისთვის უცხოური ვალუტის დანაკლისის ნაწილობრივ შევსებას.

არსებული პროგნოზით, ინფლაციაში ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვის კვალდაკვალ, ინფლაცია თავის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება,” - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

საქართველოს ეროვნული ბანკი ბოლო პერიოდის მაღალ ინფლაციას ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად მიიჩნევს. შეგახსენებთ, რომ ნოემბერში ინფლაციის ტემპმა მცირედ, უკან დახევა დაიწყო. წლიურმა მაჩვენებელმა 12.5% შეადგინა, ოქტომბერში კი ის 12.8%-ით განისაზღვრებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთი 10-დან 10.5%-მდე გაზარდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023