ფინანსები
29/03/2023

"ინფლაცია და რეფინანსირების განაკვეთი გაზაფხულის ბოლოს დაიწევს“

გაზაფხულის ბოლოს, სამომხმარებლო ფასები, ინფლაცია და რეფინანსირების განაკვეთი დაიწევს, - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ საკონსულტაციო კომპანია  kudos Georgia-ს პარტნიორმა, ირაკლი ჟვანიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საგარეო ფაქტორები მოხსნილია, ადგილობრივი ბაზარიც ახალ ლოგისტიკურ ხაზებს შეეგუა და ბიზნესიც გადაეწყო, შესაბამისად, ეს  საფუძველს იძლევა, რომ შემდეგი მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე განაკვეთი შემცირებული იქნება და ფასების ზრდის პროცესიც  შენელდება.

„ჩვენ არ ვართ ადგილობრივ ბაზარზე დამოკიდებული, აქედან გამომდინარე ექსპორტის და იმპორტის მნიშვნელობაც უნდა გავითვალისწინოთ. დიდწილად ალბათ ევროსთან მიმართებაში შეიძლება ლარი გაუფასურდეს, მაგრამ ამ მოცემულობით დოლართან მიმართებაში არ უნდა იყოს დიდი ცვლილებები,“ - აცხადებს ჟვანია.

კითხვაზე,  ინფლაციის მაჩვენებელი როდის დაიკლებს, ჟვანია აღნიშნავს, რომ გადმოცემის ეფექტს თავისი დრო სჭირდება.

რაც შეეხება ლარის სტაბილურობას, kudos Georgia-ს პარტნიორის განმარტებით, ეს  განპირობებულია ორი ფაქტორით - ერთი, გადმორიცხვებით და მეორე, ინვესტიციების მაჩვენებლებით, რომელიც წინა წელს ქვეყანას საკმაოდ კარგი  ჰქონდა. ჟვანიას მტკიცებით, სწორედ ეს ასტაბილურებს ლარს და ინფლაციას აბალანსებს. მისი მოსაზრებით, ტურისტული სეზონი წინაა, ჩარიცხვებიც გაიზრდება, ამას ინვესტიციების გაზრდილი ოდენობაც დაემატება, რაც გვაფიქრებინებს, რომ ლარი მეტნაკლებად სტაბილურ ნიშნულს შეინარჩუნებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 29 მარტს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს.

რეგულატორის ინფორმაციით, მიუხედავად დასტაბილურების გარკვეული ნიშნებისა, ინფლაცია ჯერ კიდევ გლობალურ გამოწვევად რჩება. საქართველოში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი კვლავ მაღალია, თუმცა შემცირებას განაგრძობს. თებერვალში მთლიანი ინფლაცია 8.1 პროცენტამდე, ხოლო საბაზო ინფლაცია 6.6 პროცენტამდე შემცირდა. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023