
ფინანსები
03/08/2020
GLC-ის ობლიგაციებზე 148 809 დოლარის გარიგება დაიდო
საფონდო ბირჟაზე საქართველოს სალიზინგო კომპანიის ობლიგაციებზე მსხვილი გარიგება დაიდო.
ბირჟაზე 148 809 დოლარის ფასიანი ქაღალდებით ივაჭრეს. ნომინალური ღირებულებით - 992 დოლარი.
ერთი გარიგების შედეგად 150 ობლიგაციაა გაყიდული.
კომპანიამ საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 მლნ-ის სამწლიანი ობლიგაციები 2018 წლის ივნისში განათავსა. წლიური საპროცენტო განაკვეთი 6.5%–ია (გადახდა ყოველ 6 თვეში)