ფინანსები
22/09/2021

GLC-ის ახლადემიტირებულ ფასიან ქაღალდებზე მაღალი მოთხოვნაა

საქართველოს სალიზინგო კომპანიის (GLC) ახლადემიტირებულ ფასიან ქაღალდებზე მაღალი მოთხოვნაა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კომპანიის $266 253-ის და €64 929 გარიგება დაიდო, ნომინალური ღირებულებით შესაბამისად $1 016, €1 014 დოლარი.

საქართველოს სალიზინგო კომპანიამ ახალი 12 მლნ დოლარის და 3 მლნ ევროს ობლიგაციები საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში აგვისტოში განათავსა.

დოლარის ობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) წლიურ 5.75%-ს შეადგენს, წელიწადში ოთხჯერ გადახდით. დაშვებულია ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში; დაფარვის ვადაა 2023 წლის 12 ივლისი, მიენიჭა სავაჭრო კოდი - $GLC06N.

ევროს ობლიგაციები ასევე დაშვებულია ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში; დაფარვის ვადაა 2023 წლის 12 ივლისი, მიენიჭა სავაჭრო კოდი - @GLC07N. ობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) წლიურ 4.75%-ს შეადგენს, წელიწადში ორჯერ გადახდით.

ემიტენტის ცნობით, ობლიგაციების განთავსებით მიღებული შემოსავლები გამოყენებულ იქნება 2019 წლის აგვისტოში გამოშვებული 10 მლნ დოლარის ობლიგაციების რეფინანსირებისთვის, დანარჩენი თანხა ინვესტირდება კომპანიის საბრუნავ კაპიტალში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023