ფინანსები
27/09/2021

გაუფასურდება თუ არა ლარი 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ – როგორია TBC Capital–ის მოლოდინი

გაუფასურდება თუ არა ლარი 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ?! - TBC Capital–ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, საბაზო სცენარი, როგორც წელს, ასევე სავარაუდოდ მომავალ წელსაც ლარის მნიშვნელოვან მერყეობას არ ითვალისიწინებს.

საამისო არგუმენტებია შეფასებული სავალუტო შემოდინებებისა და გადინებების პოზიტიური ბალანსი, აღდგენილი სავალუტო დაკრედიტებისა და უცხოურ ვალუტაში დანაზოგების გახარჯვის ჩათვლით.

ამასთან, საინვესტიციო კომპანია მიიჩნევს, რომ გასათვალისწინებელია სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. "უფრო მეტიც, როგორც ჩანს, ხშირად არსებული, არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინები მიმდინარე პერიოდში უკვე მატერიალიზირებულია. საკუთრივ, ლარსა და უცხოურ ვალუტას შორის რეკორდულად მაღალი საპროცენტო დიფერენციალის მიუხედავად, დეპოზიტების ბოლოდროინდელი დინამიკა მაინც უცხოური ვალუტის მეტ ზრდაზე მიუთითებს" - მიიჩნევენ თიბისი კაპიტალში.

TBC Capital–ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, ამ პერიოდში ლარის სტაბილურობა, თანაც სებ-ის მნიშვნელოვანი ინტერვენციების გარეშე, სავალუტო ბაზარზე ვალუტის მოთხოვნასთან შედარებით უფრო მეტ მიწოდებაზე მიგვანიშნებს.

"მაშინ, როდესაც ლარისადმი უნდობლობა, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს დარჩება, არჩევნების შემდეგ ლარის სტაბილურობის გათვალისწინებით, ჩვენი მოლოდინია, რომ ვალუტის დეპოზიტების გარკვეული ნაწილის ლარში გადატანა მოხდება,“ – აღნიშნავს TBC Capital–ის მთავარი ეკონომისტი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023