ფინანსები
20/04/2021

Galt&Taggart: 5 წლის შემდეგ, შესაძლოა, ობლიგაციების ლარის ბონდებით რეფინანსირება მოვახდინოთ

ხუთი წლის შემდეგ, შესაძლოა, ამ ობლიგაციების ლარის ბონდებით რეფინანსირება მოვახდინოთ, - “გალტ ენდ თაგარტის“ მმართველი დირექტორი ოთარ შარიქაძე ინვესტორების მხრიდან ლარის ბონდებით დაინტერესებაზე აცხადებს.

ოთარ შარიქაძემ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციების წარმატებით განთავსებაზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ კაპიტალის ბაზარზე გასასვლელად ოპტიმალური დრო იყო შერჩეული, რაც რეგიონისთვის საუკეთესო საპროცენტო განაკვეთში - 2.75% -ში გამოისახა.

„როუდ-შოუზე, როდესაც ინვესტორები ხვდებოდნენ ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს, არაერთი კითხვა დაისვა ლარში დენომინირებულ ობლიგაციებთან დაკავშირებით: ხომ არ გეგმავთ ლარის ბონდების გამოშვებას. იქ არ იყო საუბარი მოცულობებსა და საპროცენტო განაკვეთებზე, თუმცა, ინვესტორთა დასმული კითხვებიდან გამოჩნდა, რომ თუ სწორად ვიმუშავებთ  და მოვამზადებით ბაზარს, შეგვეძლება დავიწყოთ ფიქრი, რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ ლარი“, - განაცხადა ოთარ შარიქაძემ.

მან გაიხსენა „საქართველოს ბანკის“ ლარის ევროობლიგაციების წარმატებული ემისია გაიხსენა, თუმცა აღნიშნა, რომ 500 მილიონი დოლარის ექვივალენტი ლარის ობლიგაციების განთავსებას მეტი მუშაობა სჭირდება.

„გალტ ენდ თაგარტის“ მმართველი დირექტორი მიიჩნევს, რომ ლარის ობლიგაციების მიმართ ინვესტორთა დაინტერესებისთვის პირველ რიგში საჭიროა ლარის კურსის სტაბილურობა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023