ფინანსები
22/02/2023

GALT & TAGGART: საქართველოში სურსათის ფასები მეზობელ სომხეთზე სწრაფად იზრდება

ბოლო პერიოდში გაძვირებული სურსათი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია საქართველოში. ამასთან, მსოფლიო ბაზარზე უკვე მეათე თვეა სურსათის ფასები თვიდან-თვემდე კლებულობს  FAO-ს მონაცემებით და  კლება ან უმნიშვნელო ზრდა ფიქსირდება მსოფლიო ბანკის მონაცემებით. 

პოზიტიურია, რომ საქართველოში 2022 წლის ოქტომბრიდან ინფლაციის შენელების ტენდენცია გვაქვს, რომელიც 2023 წლის იანვარში შენელდა 9.4%-მდე 2022 წლის  იანვრის პიკური 13.9%-დან. სურსათის ფასებშიც ფიქსირდება შენელება, მაგრამ არა იმ ტემპით, რაც მსოფლიო ბაზარზე ან სხვა სასაქონლო ჯგუფებშია საქართველოში (მაგალითად საწვავი).

ზოგადად, საქართველოში ჯამური ინფლაციის დონეზე  ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ფასებს აქვს, რადგან მთლიანი ინფლაციის დაანგარიშებაში სურსათს სამომხმარებლო კალათის მესამედი უკავია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სურსათის ფასები ორნიშნა ტემპით იზრდება 2021 წლის ივლისიდან. ამასთან, იგივე ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა მეზობელ სომხეთშიც, თუმცა ფასების ზრდის ტემპი იქ უფრო ნაკლები იყო და სახეზეა მნიშვნელოვანი შენელებაც. მაგალითად, მიმდინარე წლის იანვარში სომხეთში სურსათის ფასები 9.4%-ით გაიზარდა, მაშინ როცა საქართველოში ზრდამ 15.0% შეადგინა.

ჩვენ შევისწავლეთ სასურსათო პროდუქტები საქართველოში და გამოვყავით 7 ძირითადი პროდუქტი, რომელზეც ფასები კვლავ მაღალი რჩება და ყველაზე დიდი წვლილი აქვს მთლიან ინფლაციაში, როგორც მიმდინარე წლის იანვარში, ისე ბოლო 6 თვეში. ეს პროდუქტებია:

7-ძირითადი პროდუქტი, რომელსაც ყველაზე მაღალი წვლილი აქვს სურსათის ინფლაციაში საქართველოში

ჩვენი მოლოდინია, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასების შემცირების და ლარის გამყარების კვალდაკვალ საქართველოში სურსათის ფასების ზრდის ტემპი შენელდება. ამ კუთხით დამატებით აღსანიშნავია მთავრობის მიერ დაანონსებული კანონპროექტი, რომელიც სასურსათო ნედლეულის პირველად მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობებს მოაწესრიგებს ევროკავშირის დირექტივის მიხედვით.

 

GALT & TAGGART-ის ინფორმაცია  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023