ფინანსები
20/10/2021

გალტ & თაგარტმა EBRD-ის ლარში დენომინირებული კერძო ობლიგაციები წარმატებით განათავსა

მრავალმხრივი განვითარების ბანკმა (“MDB”) EBRD-მა 2021 წლის 30 სექტემბერსა და 2021 წლის 8 ოქტომბერს დამატებით ორი, ლარში დენომინირებული ბონდი გამოუშვა. 92 მლნ და 93 მლნ ლარის ობლიგაციების ცვლადი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) შეადგენს 3-თვიან თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთს (TIBR). დაფარვის ვადაა შესაბამისად ხუთი წელი, 3 წელი და 9 თვე.

ტრანზაქცია EBRD-ის რიგით მეხუთე და მეექვსე წარმატებული, ლარში დენომინირებული ობლიგაციების ემისიაა, რომელსაც გალტ & თაგარტი ხელმძღვანელობდა.

წლების განმავლობაში EBRD ადგილობრივი ბაზრების ხელშეწყობისა და გაძლიერების გზით ცდილობდა გადაეჭრა ისეთი პრობლემა როგორიცაა, განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში უცხოური კაპიტალისა და ვალუტის სესხებზე დამოკიდებულება. ამრიგად, ეს ტრანზაქცია წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს არამხოლოდ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, არამედ ის ასევე მნიშვნელოვანია EBRD-ის საქართველოში ადგილობრივი ვალუტით დაკრედიტების პროგრამის განსახორციელებლად, რომელიც 2009 წლის დეკემბერში დაიწყო.

„ჩემთვის სასიამოვნოა აღვნიშნო გალტ & თაგარტის როლი ამ მნიშვნელოვან ტრანზაქციაში. ეს გახლავთ რიგით მეორე ემისია, რომელშიც თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთი (TIBR) გამოყენებულია, როგორც ინდექსი. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი TIBR- ის საიმედო ინდექსად გადაქცევისაკენ, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ლარის ფულისა და კაპიტალის ბაზრის ლარში განვითარებისთვის. გალტ & თაგარტი გახდა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კომპანიებისთვის ბონდების განთავსებისა და უზრუნველყოფის მომსახურების მთავარი მიმწოდებელი. ამას მოწმობს EBRD–თან ჩვენი პარტნიორობა. საქართველოში მის ოთხივე ემისიას სწორედ გალტ & თაგარტი ხელმძღვანელობდა“,- განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომის შემდეგ ბმულზე

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023