გალარებული დეპოზიტები - ბანკების რეიტინგი ანაბრების პორტფელით
საბანკო სექტორში ფიზიკური პირების ანაბრების მოცულობა ზაფხულიდან 19.9 მლრდ ლარამდეა გაზრდილი (01.06.2021 – 9.122), მათ შორის მნიშვნელოვანი ზრდაა ლარის ანაბრების.
ზრდაზე სებ-ის ბოლოდროინდელმა რეგულაციამაც იმოქმედა, რომელიც 1 ივლისიდან მოქმედებს, მაღალდოლარიზებული ანაბრების პორტფელის მქონე ბანკებისთვის. 70% კოეფიციენტზე უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო არსებული 25% ნორმა ნარჩუნდება. 40%-ზე კი 10%-მდე შემცირდა, რამაც ბანკებს გალარების მოტივაცია შეუქმნა.
მთლიანად დეპოზიტების (ფიზიკური და იურიდიული პორების) დეპოზიტების დოლარიზაცია შემცირებულია 61%-მდე, ფიზიკური პირების ვადიანი ანაბრების დოლარიზაცია კი კვლავ 70%-ის ფარგლებშია. პანდემიაში მეანაბრეების უმრავლესობამ ლარის ანაბარი უცხოურ ვალუტაში გადაიტანეს, თუმცა პორტფელის დოლარიზაციის კოეფიციენტი პანდემიამდეც მაღალი იყო 01.03.2019 – 73%.
|
ბანკები |
01.11.2021 ₾ |
01.06.2021 ₾ |
|
თიბისი ბანკი |
8,069,817 |
7,644,557 |
|
საქართველოს ბანკი |
7,929,014 |
7,663,557 |
|
ლიბერთი ბანკი |
1,210,781 |
1,214,212 |
|
ვითიბი ბანკი |
680,674 |
650,263 |
ანაბრების 97.7% უმსხვილეს TOP8-ზე მოდის, რომელთა შორის გამონაკლისია ახლადგამსხვილებული "კრედო", რომლის წილი 1.1%-ია. "კრედოს" დეპოზიტების პორტფელი 372 მლნ-ის ლარსაც ვერ აღწევს.
ბანკები საცალო დეპოზიტებით საბაზრო მიხედვით (1.11.2021)
|
თიბისი - 40.56% |
|
საქართველოს ბანკი - 39.85% |
|
ლიბერთი - 6.09% |
|
ვითიბი - 3.42% |
|
პროკრედიტ ბანკი - 2.38% |
|
კრედო - 1.13% |
|
ბაზისბანკი - 2.03% |
|
ტერაბანკი - 2.22% |
