ფინანსები
02/06/2021

გაიზრდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთი - კობა გვენეტაძის განმარტება

ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები გაძლიერებულია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტში, საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გაზრდილია ფასები ფართოდ მოხმარებულ პროდუქციაზე. მაგალითად, მზესუმზირის გლობალური ფასები აპრილის მდგომარეობით 34% არის გაზრდილი, ხოლო მაისის მდგომარეობით, ხორბალი 17%-ით, შაქარი 26%, ნავთობი კი, 36% არის გაზრდილი.

სებ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ გაზრდილი რჩება კომპანიების საოპერაციო ხარჯები, ხოლო ლარის ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება აისახა ფასებზეც, რომლის გავლენას მაღალი დოლარიზაცია კიდევ უფრო აძლიერებს.

“ინფლაციური მოლოდინებისა და რისკების გათვალისწინებით სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-მდე გაზარდა, პოლიტიკის შემდგომი გამკაფრება ინფლაციის მოლოდინებსა და მასზე მოქმედი ფაქტორების დინამიკაზეა დამოკიდებული“  - აცხადებს კობა გვენეტაძე და აღნიშნავს, რომ ინფლაცია მხოლოდ მომავალი წლის განმავლობაში იმოძრავებს 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებელის მიმართულებით, თუმცა აღსანიშნავია, ისიც, რომ მაღალი რჩება გაურკვევლობაც.

შეგახსენებთ, ინფლაციის მაჩვენებელი აპრილში 7.2% იყო.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023