ფინანსები
10/11/2021

"გაირკვა, რომ საპენსიო საკითხებზე ყველა დაპირება პოლიტიკური კეკლუცობა იყო"

საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, ეკონომისტი აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს. სადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან სატენდერო დოკუმენტაციის გასაჯაროებას მოითხოვს.

“ბანკები და ფინანსები” სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.

„წინასაარჩევნოდ საპენსიო მომსახურებასთან დაკავშირებით, არაერთი დაპირება მოვისმინეთ. მათი უმრავლესობა საპენსიო სესხის ღირებულებას უკავშირდებოდა და რიგი პოლიტიკოსებიც აქტიურად გვპირდებოდნენ, ე.წ. საპენსიო სესხის გაიაფებას. გაიაფების მთავარ ბერკეტად კი ახალი ტენდერის ჩატარებას ასახელებდნენ.

შეიქმნა სატენდერო უწყებათაშორისი კომისიაც, სწორედ ამ კომისიას უნდა მოემზადებინა ახალი სატენდერო პირობები, თანაც ისეთი, რომელიც შეძლებდა საპენსიო სესხები გაიაფებას (როგორც ამას აქტიურად გვპირდებოდნენ წინასაარჩევნოდ). თავიდანვე ითქვა, რომ კომისიის მუშაობაში ჩართულნი იქნებოდნენ სპეციალისტები, დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

თუმცა, არამც თუ ასე არ მომხდარა და პროცესი სრულიად გაუმჭვირვალედ წარიმართა, ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უკვე მომზადებულია ახალი სატენდერო დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია პენსიების და სხვა სოციალური გასაცემლების მომსახურებასთან.

„აფბამ“ მოითხოვა ამ სატენდერო პირობების გასაჯაროება ან ამ პირობების, დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობა. იმდენად, რამდენადაც საკითხი არის მეტად სენსიტიური და მის მიმართ მაღალია საზოგადოებრივი ინტერესიც. სწორედ აქედან იყო განპირობებული დათქმაც, რომ სატენდერო პირობების შემუშავება იქნებოდა სრულიად გამჭვირვალე და მასში მონაწილეობას მიღებდა ყველა დაინტერესებული მხარე.

თუმცა, როგორც უკვე ვახსენე არამც თუ პროცესი არ ყოფილა გამჭვირვალე, არამედ უკვე მომზადებული დოკუმენტაციის გაცნობაზეც კი უარი განგვიცხადა სამინისტრომ (გავიდა რა საჯარო ინფორმაციის გაცემის ყველა კანონით განსაზღვრული ვადა). ძალიან არ მინდა, თუმცა აღნიშნული მიდგომა მაფიქრებინებს, რომ ყველა ის დაპირება რომელიც გაიცა, როგორც სატენდერო პირობების შემუშავებაზე, ისე საპენსიო საკითხებზე, წარმოადგენდა წინასაარჩევნო კეკლუცობას და ორიენტირებული იყო ელექტორატის კეთილგანწყობის მოპოვებაზე.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გაასაჯაროოს სატენდერო დოკუმენტაცია, რათა მასზე მსჯელობისა და ანალიზის საფუძველი მიეცეს დაინტერესებულ მხარეებს. სწორედ გამჭვირვალობა და საჯაროობა წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს დაიცავს პოპულისტური და არაკვალიფიციური გადაწყვეტილებებისგან“, – წერს ბაირახტარი სოციალურ ქსელში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023