ფინანსები
01/06/2023

გაატარე პირველი ივნისი BOG sCoolApp-თან ერთად და შეიქმენი დაუვიწყარი თავგადასავალი

საქართველოს ბანკი ყველაზე ფერად, ხალისიან თაობას და მათ მშობლებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ისთ ფოინთსა“ და „მთაწმინდის პარკში“ სპეციალურ შეთავაზებებს სთავაზობს.

გაატარე 1-ლი ივნისი BOG sCoolApp-თან ერთად და აქციე ეს დღე დაუვიწყარ თავგადასავლად.

ინიციატივის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის მთაწმინდის პარკში sCoolApp-ის სივრცე მოეწყო, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, ითამაშონ სხვადასხვა სამაგიდო თამაშები და ფოტობასში გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები.

ამასთან, მოსწავლეები მთაწმინდის პარკში, თოლიაში გადახდილი თანხის ნახევარს დაიბრუნებენ, ატრაქციონებზე კი 50%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ. ამისათვის, საჭიროა შეთავაზებების BOG sCoolApp-ში გააქტიურება.

წელს, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ახალგაზრდებისთვის დასამახსოვრებელი ღონისძიება „ისთ ფოინთშიც“ გაიმართება, სადაც მოსწავლეები სამეცნიერო ფანტასტიკის სამყაროში იმოგზაურებენ. კოსმოსური თავგადასავლების ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ ჯადოსნურ სანახაობას და მიიღონ მონაწილეობა შემეცნებით აქტივობებში. ამასთან, გარე სივრცეში მოეწყობა 360°-იანი ციფრული ობსერვატორია და გაიმართება დიდი მსვლელობა მთავარ მოედანზე, სადაც მოსწავლეებს ბევრი საჩუქარი, ტკბილეული და სიურპრიზები დახვდებათ.

ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება და 21:00 საათზე ბუშტების წვიმით დასრულდება.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. 1 ივნისს მოსწავლეებისთვის შეთავაზებები მთელი საქართველოს მასშტაბით იმოქმედებს. sCool Card-ის მფლობელებს მაკდონალდსში, ბიბლუსში, თოლიასა და 100% ბამბაში გადახდილი თანხის ნახევარი დაუბრუნდებათ.

შეთავაზებებით სარგებლობისთვის კი აუცილებელია, გაიაქტიუროთ შეთავაზებები sCoolApp-ში.

აპლიკაციის ჩამოსატვირთად ეწვიეთ ბმულს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023