ფინანსები
01/06/2023

Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 დაჯილდოება 2 ივნისს გაიმართება

თიბისის პარტნიორობით, Forbes საქართველო 2023 წლის 30 წლამდელთა სიას 2 ივნისს წარადგენს. უკვე მეხუთე წელია Forbes Georgia ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც ამ განსაკუთრებულ აღიარებას სხვადასხვა სფეროში მიღწევებისა და წარმატების პოტენციალის საფუძველზე იღებენ.

2023 წელს პროექტში ჯამში 400-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. ჟიურიმ, რომელიც კატეგორიის შესაბამისი სფეროს პროფესიონალებისგან შედგება გამარჯვებულები შემდეგ 6 კატეგორიაში გამოავლინა: მედია და მარკეტინგი, კულტურა და სტილი, ტექნოლოგიები, მეცნიერება, ანტრეპრენიორები და მეწარმეები, ფინანსები.

„ეს პროექტი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან პროექტებსა და ინიციატივებს შორის, რომლებიც ამ სამი ათწლეულის განმავლობაში ახალი თაობის მხარდასაჭერად განვახორციელეთ. მე ძალიან ვამაყობ ყველა ამ წამოწყებით, რომელიც ახალგაზრდებს აძლიერებს და წაახალისებს. ეს ადამიანები არიან 30 წლამდე ასაკის პროფესიონალები, წარმატებული ლიდერები, რომლებმაც თავიანთი საქმით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს თავიანთ სფეროში და მჯერა, რომ Forbes-ის ეს აღიარება ახალგაზრდებს გზას გაუხსნის და კიდევ მეტის გაკეთების სტიმულსა და შესაძლებლობას მისცემს.“-  ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

თიბისი უკვე მეორე წელია 30 Under 30-ის პროექტის მხარდამჭერია და ხელს უწყობს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და ახალი იდეებით, პროექტებითა თუ სტარტაპებით შემოქმედებითი საზოგადოების მომავალ ლიდერებად ყალიბდებიან.

Forbes Gorgia-ს პროექტ 30 under 30-ის მთავარი პარტნიორები არიან თიბისი და გალფი, ორგანიზატორი კი კონსიერჟ თბილისია.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023