ფინანსები
12/05/2023

Fitch Ratings-მა ლიბერთი ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“ ლიბერთი ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურზე“ გააუმჯობესა. ამასთანავე იგივე ნიშნულზეა შენარჩუნებული როგორც თავად გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „B+“, ასევე მდგრადობის რეიტინგიც “b+“.

სარეიტინგო სააგენტოს განცხადებით, ლიბერთი ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის პროგნოზის გაუმჯობესება განპირობებულია ბანკის კარგი ფინანსური მაჩვენებლებით, კერძოდ: აქტივების მაღალი ხარისხით, მომგებიანობით, ადექვატური კაპიტალიზაციითა და ფინანსური რესურსის ჯანსაღი ბაზით.

„Fitch Ratings” მიერ ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის პროგნოზის გაუმჯობესება კიდევ ერთი ცალსახა დასტურია, რომ ბანკს განვითარების სწორი სტრატეგია აქვს არჩეული.

ლიბერთი წლიდან წლამდე აუმჯობესებს ფინანსურ შედეგებს, იმყარებს პოზიციებს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ახალ და მრავალფეროვან საბანკო სერვისებს” - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ბექა გოგიჩაიშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023