ფინანსები
07/10/2021

Fitch Ratings: ქართულ საბანკო სექტორზე პანდემიის ზეწოლა შემცირდა

ქართული საბანკო სექტორი პანდემიის ზეწოლიდან გამოდის, - ასე აფასებს Fitch Ratings-ი ჯერ კიდევ პანდემიურ პერიოდში მყოფ ქართულ საფინანსო სექტორს.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ ბანკების აქტივების ხარისხი მნიშვნელოვან ფაქტორად  რჩება, რომლის მაჩვენებლები, ბიზნესის აქტივობის აღდგენისა და ლარის გაძლიერების ფონზე მე-2 კვარტალში გაუმჯობესდა, ვინაიდან უხარისხო სესხები 6.7% -მდე შემცირდა.  

“მიგვაჩნია, რომ აქტივების ხარისხზე უარყოფითი რისკები არსებობს და დამოკიდებულია ჯანდაცვის კრიზისის მიმართულებებზე, ხოლო რესტრუქტურიზებული სესხების მდგომარეობა დამოკიდებულია დამოკიდებულია ეკონომიკის აღდგენაზე, განსაკუთრებით ტურიზმსა და მასთან დაკავშირებულ სექტორებში", - წერს Fitch Ratings–ი.

საფინანსო ინსტიტუტი კვლავინდებურად რისკად მიიჩნევს დაკრედიტებაში დოლარიზაციის მაღალ მაჩვენებელს ეროვნული ვალუტის კურსის მაღალი რყევების პირობებში, რაც ბანკების მსესხებლებს დაუცველს ხდის, თუმცა როგორც თავადვე Fitch-ი აღნიშნავს, დოლარიზაციის მაჩვენებელის შემცირება ხანგრძლივი პროცესია და ამას ხელს შეუწყობს ლარის გრძელვადიანი სესხების ხელმისაწვდომობის ზრდა.

Fitch მიათითებს, რომ წელს ბანკების მუშაობის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია, რასაც ხელი შეუწყო ქვეყანაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამ და ბიზნესის ზრდამ. წინასწარი გაუფასურების ბუფერები კი ჯანსაღია და საშუალო მთლიანი სესხების დაახლოებით 5%-ს შეადგენს.

“მიგვაჩნია, რომ ეს საკმარისია იმისათვის, რომ გაუძლოს სესხის გაუფასურების ხარჯებს. ამასთან, გადახდისუნარიანობის მაჩვენებლები თანდათანობით გამოსწორდა, რასაც საფუძვლად უდევს ძლიერი მომგებიანობა, შემოსავლების შენარჩუნება და საკრედიტო ზომიერი ზრდა, თუმცა ზოგიერთ ბანკში კაპიტალის ბუფერები ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა პანდემიამდელ ნიშნულამდე. ბუფერები სრულად უნდა აღადგინონ 2023 წლის ბოლოსთვის, მაგრამ სებ-ის მოლოდინით, ბანკები ამას ვადამდე ადრე, 2022 წელს გააკეთებენ.

დაფინანსების წყაროები სტაბილურია. მიუხედავად იმისა რომ ვალდებულებების მესამედი უცხოურ წყაროებზე მოდის, ბანკებმა შეძლეს შეენარჩუნებინათ საერთაშორისო ბაზრებზე ,“ – ნათქვამია Fitch Ratings–ის გავრცელებულ რელიზში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023