ფინანსები
22/02/2021

Fitch-მა "კრისტალის" რეფინანსირების რისკი ნეგატიურად შეაფასა

Fitch Ratings-მა “კრისტალის“ გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (IDR) "B-" ნეგატიური პერსპექტივით შეაფასა.

სარეიტინგო კომპანიის ცნობით, არსებობს რეფინანსირების მაღალი რისკი, რადგან უცხოური კრედიტორებიდან ახალი დაფინანსების მოზიდვა გართულებულია, რომელიც ამავდროულად  2021 წლის მეორე და მესამე კვარტალში დაფინანსების მნიშვნელოვანი წყაროა.

Fitch Ratings-ი მიათითებს, რომ გაზრდილი რისკის მიუხედავად, კომპანიას ჯერ კიდევ აქვს დრო უახლოესი თვეების განმავლობაში გეგმების განხორციელებისთვის, თუმცა პოტენციურად უფრო მაღალი ღირებულებით.

კომპანიის დაფინანსების წყაროები კვლავ შემცირდება, თუ „კრისტალს“ არ ექნება მისი რეფინანსირების საჭიროებების მოგვარების სანდო გზა, მათ შორის იგულისხმება უცხოელ კრედიტორებთან და ადგილობრივ ბანკებთან მიმდინარე მოლაპარაკებები.

პანდემიის დაწყებიდან, „კრისტალს“ არ მიუწვდებოდა ხელი გარე დაფინანსებაზე, სანამ კლიენტებს, საქართველოს ეროვნული ბანკის (NBG) რეკომენდაციის შესაბამისად, სამთვიანი გადახდის გეგმა შესთავაზა. 

Fitch მიიჩნევს, რომ საკრედიტო მაჩვენებელი პოზიტიურია, რომ კრისტალმა მიიღო შეთანხმების გაუქმება და შესწორებები 2020 წლის ბოლოს ყველა მისი გამსესხებლისგან.

რენტაბელობა კვლავ ზეწოლის ქვეშ რჩება, კომპანიამ 2020 წელს 1,1 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. ეს ზეწოლა გაგრძელება, განსაკუთრებით მაშინ, თუ დაფინანსების ხარჯები დიდი ხნის განმავლობაში მაღალი იქნება.

ეროვნული ბანკის მიერ მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა ამცირებს მარეგულირებელი ნორმების დარღვევის რისკს. Crystal-ის IDR ასევე ითვალისწინებს კომპანიის ლიდერობას მიკროსაფინანსო სფეროში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023