ფინანსები
16/05/2023

Fitch-მა ბაზისბანკის რეიტინგი "B+"-ზე დაადასტურა, პროგნოზი "სტაბილურიდან" "პოზიტიურამდე" გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ, „Fitch Ratings“, ბაზისბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (IDR) „B+“-ზე დაადასტურა, პროგნოზი კი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურით“ შეცვალა. მდგრადობის რეიტინგი (VR), ასევე „B+“-ზე დადასტურდა.

Fitch-ის განმარტებით, პროგნოზის განახლება, ბაზისბანკის მომგებიანობის სტაბილიზაციამ და ძლიერმა კაპიტალიზაციამ, ასევე, საქართველოში ხელსაყრელ ეკონომიკურ პირობებთან დაკავშირებით პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა, რისი შედეგიც მოგების მდგრადი ზრდა, აქტივების მაღალი ხარისხი, ბანკის სოლიდური კაპიტალიზაციაა.

„თანმიმდევრული განვითარებისა და ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი პოზიციების განმტკიცების გზაზე, სტაბილურად ვაგრძელებთ სვლას. გასული წელი შთამბეჭდავი ფინანსური შედეგებით დავასრულეთ, რაც გამოიხატა გაორმაგებულ წმინდა მოგებაში. 2022 წელს პორტფელისა და კაპიტალის სოლიდური, შესაბამისად, 68% და 29%-ანი ზრდა ვაჩვენეთ. ძლიერი შედეგებით და მნიშვნელოვანი მიღწევებით, ბაზარზე აქტივებით მე-4 პოზიცია დავიკავეთ, რაც  Fitch-ის განახლებულ რეიტინგებზეც აისახა: პროგნოზი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურით“ შეიცვალა, - განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023