ფინანსები
25/10/2021

"ფინკა ბანკს" საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა

"ფინკა ბანკი საქართველოს" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა. შესაბამისი განკარგულება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გამოსცა. 

განკარგულების თანახმად, იხურება "ფინკა ბანკის" საკორესპოდენტო ანგარიშები უცხოურ ვალუტაში, საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი უცხოური ვალუტის მინიმალური რეზერვის, ყველა ვალუტის საკასო და სადეპოზიტო ანგარიშები. 

"ფინკა ბანკის" აღნიშნულ ანგარიშებზე რიცხული თანხები ჩაირიცხება "კრედო ბანკის" შესაბამისი დანიშნულების ანგარიშებზე. ხოლო, მინიმალური რეზერვის, სადეპოზიტო და საკორესპოდენტო ანგარიშებზე დარიცხული პროცენტები აისახება "კრედო ბანკის" საკორესპოდენტო ანგარიშებზე. 

უქმდება "ფინკა ბანკის" მონაწილეობა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში (GSSS). "ფინკა ბანკის" მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდები გადავა "კრედო ბანკის" მფლობელობაში. 

"კრედო ბანკზე", როგორც "ფინკა ბანკის" სამართალმემკვიდრე პირზე, უცვლელად გადავა საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ არსებული სასესხო ვალდებულებები. 

"ფინკა ბანკმა" სალიცენზიო მოწმობა (არსებობის შემთხვევაში) საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა დაუბრუნოს ლიზენციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში. 

"კრედო ბანკმა" FINCA Microfinance Cooperatief U.A. -თან აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რითაც იგი "ფინკა ბანკი" საქართველოს აქციების 100% წილის მფლობელი გახდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023