ფინანსები
28/02/2023

FinExCoop საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მეხუთე შეხვედრა გაიმართა

პროექტის „ფინანსური, საექსტენციო და კოოპერაციული ხელშეწყობა საქართველოს ფერმერებისთვის“ (FinExCoop საქართველო) სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მეხუთე  შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ორგანიზებით გაიმართა, პროექტის მე-2 ფაზის მიღწეული შედეგები შეაჯამეს და მე-3 ფაზით გათვალისწინებული აქტივობების შესახებ იმსჯელეს.  

პროექტის „FinExCoop საქართველო“ მიზანია, ხელი შეუწყოს ფერმერებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ექსტენციის სერვისების გაუმჯობესებასა და კოოპერატივების განვითარებას.

„პროექტის „FinExCoop საქართველო“ ფარგლებში, ფინანსური, ექსტენციისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების კუთხით არსებული მდგომარეობის ანალიზის, სამომავლო საჭიროებების გამოვლენის, შემდგომში დასაგეგმი და განსახორციელებელი აქტივობების მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოებია გატარებული. მადლობას ვუხდი ევროკავშირს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს,  დონორებს, განმახორციელებლებს  და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროცესში.  ვფიქრობ, რომ თითოეული ასეთი პროექტი ხელს უწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას, ხელს უწყობს, გავიზიაროთ მეტი სიახლე და ჩვენი მეგობარი ქვეყნების გამოცდილება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  შესაბამისი დეპარტამენტების, სოფლის განვითარების სააგენტოს  და  „FinExCoop საქართველო“ პროექტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი „FinExCoop საქართველო“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, სამეზობლო ინვესტირების პლატფორმის (NIF) ფარგლებში და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მიერ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023