ფინანსები
26/01/2023

"EU-ს კონვენციებთან საქართველოს მიერთება და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის ამოქმედება იგეგმება"

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს საბაჟო კოდექსი ევროკავშირის საბაჟო კოდექსთან დაახლოების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. მისი თქმით, საბაჟო მიმართულებით 2023 წელში იგეგმება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის ფინალური ეტაპის დაწყება.

„ეს არის საერთო ტრანზიტის კონვენციასთან მიერთების მიზნით, სატრანზიტო სფეროში ევროკავშირის კონვენციებთან საქართველოს მიერთებისა და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ამოქმედება. იმედი მაქვს, რომ ფუნქციონალური გახდება ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის კიდევ ერთი ქმედითი პლატფორმა, რომელიც საქართველოს საავტომობილო სატრანსპორტო სექტორში მნიშვნელოვანი ინვესტიციების კატალიზატორი გახდება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მან, ასევე, ისაუბრა ინტელექტუალური საკუთრების სასაზღვრო დაცვის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე. მისი თქმით, ამ მიმართულებით საბაჟო ადმინისტრირების პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია საბაჟო-კერძო თანამშრომლობის მექანიზმებს.

„საბაჟო განუხრელად განაგრძობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვას ევროკავშირთან მიახლოებული კანონმდებლობით  გათვალისწინებული პრინციპებიდან გამომდინარე.  ასევე, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის ახალი სტატუსი, რომელიც ახლახან დაინერგა საქართველოში და ამ ეტაპზე 2 კომპანიას აქვს მიღებული აღნიშნული სტატუსი. იმისთვის, რომ  ეს პროცესი დაჩქარდეს, აუცილებელია უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარების შეთანხმების გაფორმება, პირველ რიგში, ევროკავშირთან.  მსურს, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და ვთხოვო ევროდელეგაციის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ხელი შეუწყონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარების შეთანხმების გაფორმების მაქსიმალურად დაჩქარებას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023