ფინანსები
01/03/2021

EIB-სთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება - კობა გვენეტაძე ვერნერ ჰოიერს შეხვდა

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში უმასპინძლა. ვერნერ ჰოიერსი საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სტუმრობს. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მხარეებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებსა და ერთობლივი პროექტების განხორციელების გააქტიურების აუცილებლობაზე.

კობა გვენეტაძემ სტუმრებს Covid-19 - ის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ეკონომიკის წახალისების მიზნით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯები გააცნო.

ყურადღება, ასევე, გამახვილდა რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობასა და საფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ევროპის საინვესტიციო ბანკის დელეგაციის წევრებს მიმდინარე მაკროეკონომიკური გარემო და საფინანსო სექტორის ფინანსური მაჩვენებლები გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ფინანსებზე წვდომის არსებული მდგომარეობა საქართველოში.

შეხვედრისას, კობა გვენეტაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის არსებულ მჭიდრო საქმიან ურთიერთობებს. ორივე მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა შემდგომშიც გაგრძელდება, რაც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

"საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან ერთად ეკონომიკური ურთიერთობების და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები განვიხილეთ. ვიმედოვნებ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ევროპის საინვესტიციო ბანკი, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების დაფინანსებით, ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას, რასაც მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს ქვეყნისათვის", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - ევროკავშირის ბანკი, გრძელვადიანი დაკრედიტების ევროკავშირის ინსტიტუტი და ერთადერთი ბანკია, რომელიც ეკუთვნის და წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებს. ის, ასევე, გამოყოფს გრძელვადიან დაფინანსებას მდგრადი ინვესტიციებისთვის და ემსახურება ევროკავშირის მიზნების მიღწევას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023